სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.08.2019

    გორში მცირეწლოვან ბავშვს მოკვლით ემუქრებოდნენ. "დიანიუსის" ცნობით, შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. 34 წლის მამაკაცი ადგილობრივების ინფორმაციით, საკუთარ ცოლს სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. 5 წლის შვილს კი მოკვლით ემუქრებოდა.

    "კარგად არ ვიცნობდით ამ კაცს, იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე, თუმცა როგორც გავიგეთ საკუთარ ცოლს გამუდმებით სცემდა, ბოლოს შვილსაც კი ემუქრებოდა მოკვლით. მანიაკი იყო, როგორ შეეძლო ასეთი რაღაცეების გაკეთება" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი კაცია დაკავებული.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება როგორც ოჯახში ძალადობისა და მუქარის, ისე, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×