სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.09.2019

     ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ნოდარ ხადურის გარდაცვალებას ეხმიანება და ემოციურ მიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, ქართული საზოგადოება დაუნდობელი და შეუწყნარებელია.

    „მე ნოდარ ხადურს არ ვიცნობდი, ერთადერთხელ ვნახე სამხატვრო აკადემიაში პრეზენტაციაზე... მის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში მეც ვიყავი და რა თქმა უნდა, მკვეთრად უარყოფითი წარმოდგენისა გახლდით... დღეს აღმოჩნდა რომ 3-ოთახიან ბინაში უცხოვრია, არც მდიდარი კაცი ყოფილა, ციკნის ხორცსაც არ ჭამდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა თურმე... ჰოდა, სხვების ნაცვლად მე შემრცხვა... 

    როგორი დაუნდობელია ქართული საზოგადოება, შეუწყნარებელი. ამაღამ ამ თემაზე უამრავი მოღლიცინე, ბულინგის თანაავტორი თუ ცილისმწამებელი ლოგინში ჩაწვება და დაიძინებს, არ შეაწუხებს სინდისი 49 წლის კაცს მიწაში ამდენი ბოროტება, ტყუილი, ჭორი და ზიზღი რომ გაატანა! დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს რომ მეფეს უამრავი მაბრალობელი ჰყოლია, ჰოდა მაბრალობლების ერად ვიქეცით, ისეთ მაბრალობლებისა რომელთაც მგონია ჯოჯოხეთშიც კი არ ელოდებიან“, - წერს კალანდია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ere   (11.09.2019)
    acxonos gmertma

    კახა   (11.09.2019)
    მაგარი კაცი, კარგი მეგობარი და ყველას მოსიყვარულე. მჯერა, იქნები იქ სადაცა მართალნი განისვენებენ

    ნეიტრალური   (11.09.2019)
    არასდროს არ მჯეროდა გავრცელებული ხმების. ღმერთმა ნათელში ამყოფოს

    lekso kutaisi   (11.09.2019)
    getanxmebit axla daickeben motkmas es ra kaci gvkoliao sacodavi tvinit sacodavi eri vart natelhi amkopos upalma batoni nodari

    lekso kutaisi   (11.09.2019)
    getanxmebit axla daickeben motkmas es ra kaci gvkoliao sacodavi tvinit sacodavi eri vart natelhi amkopos upalma batoni nodari


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×