სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

     „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა. მისი თქმით, იუსტიციის უმარლესმა საბჭომ დეპუტატები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო მოსამართლეობის კანდიდატთა იმ სიით, რაც მათ გადაუგზავნა.

    „სია გაქვთ ისეთი, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნახევარი კლანი, ლიდერის გარდა, იმ სიაშია. ამიტომ, რაც უფრო მეტ ადამიანს დაეკითხებით აზრს და პასუხისმგებლობას გაუნაწილებთ, თქვენთვისვე იქნება უმჯობესი. საბოლოო ჯამში, პულტი თქვენ ხელშია და ვისაც საჭიროდ გადაწყვეტთ, იმას დანიშნავთ. მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ნახევარი კლანი, ლიდერის გარდა, იმ სიაშია“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

    ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×