სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.09.2019

     (რეზონანსი) „პრაიმტაიმს" დაუკავშირდა საფინანსო კომპანია „რიკო კრედიტის" რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, ანონიმურად დარჩენა ისურვეს, თუმცა მოგვაწოდეს კომპანიის დიორექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს.

    მაგალითად, დირექტორის მიერ გამოცემულ N109-ე ბრძანებით ირკვევა, რომ მოლარე-ოპერატორების ქცევებს და საუბარს სამეთვალყურეო კამერებით აკონტროლებენ, დარღვევის აღმომჩენ მეთვალყურეზე კი გაიცემა პრემია 100 ლარის ოდენობით.

    „დაევალოს გ.მ-ს კამერებით აკონტროლოს ამ წესის შესრულება და თითოეული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში გადაეცეს პრემია 100 ლარის ოდენობით", - ვკითხულობთ დირექტორის ბრძანებაში.

    დარღვევად კი ითვლება მაგალითად ის, რომ მოლარემ კლიენტს უნდა შეატყობინოს გზავნილის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში. მოლარე-ოპერატორი მხოლოდ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია განმარტოს გზავნილის ოდენობა გამომგზავნი ქვეყნის ვალუტაში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კი მოლარე-ოპერატრორი ჯარიმდება 200 ლარით, საიდანაც 100 ლარი დარღვევის აღმომჩენი მეთვალყურის პრემიად გაიცემა.

    დირექტორის ერთ-ერთ ბრძანებაში ასევე ვითხულობთ:

    „იმ შემთხვევაში თუ ფილიალში მოლარე ოპერატორს არ ექნება ფულისთვის განკუთვნილი პარკები და კონვერტები, ფილიალის მენეჯერი დაჯარიმდება 1000 ლარით".

    ჩვენმა რესპონდენტებმა ასევე წარმოგვიდგინეს ფოტო მასალა. მისი მტკიცებით, „რიკო ექსპრესის" რამდენიმე ფილიალში გამოკრულია ბრძანება, რომელიც მოლარე ოპერატორის 1000 ლარით დაჯარიმებს იმ შემთხვევაშიც ითვალისწინებს, თუ ის სამსახურიდან გასვლისას ნაგავს არ გადაყრის.

    რამდენად რეალურია ეს განცხადება, ამის გარკვვევას უშუალოდ კომპანიაში შევეცადეთ. „რიკო ექსპრესის" ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ კომპანიას მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი არ ჰყავს, ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ კი, განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერც კომპანიის დირექტორი თამარ გოგიძე გააკეთებს.

    „რიკოში" დასაქმებულთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც მოიპოვება. აი, რას წერენ ყოფილი თანამშრომლები:

    „მოგესალმებით, "რიკო კრედიტში" ვმუშაობდი და 26 საათიანი განრიგი მქონდა, ანაზღაურებით 500-600 ლარამდე, რომელსაც ან აიღებდი ან არაა "რიკო კრედიტის" მბრძანებლის მიერ დადგენილი რომელიმე ბრძანება რომ დაგერღვია! ღამის 5 საათზე გაგაღვიძებდა კლიენტი და რამე რომ შეგშლოდა შეიძლება მთელი თვის ხელფასი არ მოეცათ. იყო 500 ლარიანი ჯარიმებიც, მაგალითად თუ კამერებში ნახავდნენ რომ ტელეფონში ჩაიხედე (ამ 26 საათის მანძილზე ტელეფონის გამოყენების უფლება არ გაქვს), თუ პროგრამულად რაიმე მექანიკური შეცდომა დაუშვი, რაც გამოსწორებადია და არაფერი შავდება 200 ლარით ჯარიმდები. ჩეკის მიწოდება თუ დაგავიწყდა კლიენტისთვის და ქოლ ცენტრში დარეკა 500 ლარია ჯარიმა. (გამოკრულია სალაროსთან რომ კლიენტი დასაჩუქრდება 500 ლარით თუ ჩეკს არ მიიღებს).

    ასევე კომპანიაში გვეკრძალებოდა თანამშორმლებს შორის სამსახურს გარეთ ნებისმიერი სახის ურთიერთობა. მეგობრობა, ნაცნობობა, ახლობლობა! ეს კონტროლდება ფეისბუქით. 1 წელი ვიმუშავე და ერთი ფოტოც არ მიდევს სოციალურ ქსელში რომელიმე მათთაგანთან გადაღებული. მეტიც, სამსახურიდან ვინც წამოვედით მოქმედ თანამშრომლებს უკრძალავენ ჩვენთან კონტაქტს.

    ერთ-ერთი ბოლო დაჯარიმება, რომელიც ჩემს წამოსვლამდე მოხდა იმის გამო რომ დაცვის ბიჭმა თანამშრომელ გოგონას ანიშნა უფროსი მოვიდაო (დაჯარიმდა 100 ლარით). არ არსებობს ოფიციალური შესვენებაც, არის მხოლოდ ჭამის დრო, მაგრამ ამ დროს თუ უფროსი მოვა და კამერებში დაგინახავს რომ ადგილზე არ იმყოფები, ჯარიმა 200 ლარია.

    დაჯარიმებულან თანამშრომლები იმის გამოც რომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გაუზიარებიათ იმ შინაარსების პოსტები, სადაც ლიდერი და ბოსსის (ზოგადი) შედარება იყო. ჯარიმების გარდა ერთ-ერთი დამსჯელობითი ფორმა აქვთ "მივლინება" მაგათ ენაზე, რაც არასასურველი კადრის გაძევებას, გადაკარგვას ნიშნავს. მაგალითად ქუთაისის კადრს წინა დღით გამოუცხადებდნენ, რომ ხვალიდან მუშაობს დიღმის ფილიალში, ან გურჯაანში".

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Samartlis mushti   (13.09.2019)
    Egrea roca gendireqtori qatamia ese ertoba stafze.

    gio   (12.09.2019)
    es raari 18 saukunea gaajmevinet am mevaxshe lasha nikoleishvils ami nabozari deda movtkan monobaa tu raari


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×