სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.09.2019

     (რეზონანსი) ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა ბრიტანი რასელმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მეუღლის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი გამოაქვეყნდა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

    "ჩემმა მეუღლემ ამ ბეჭდით ძალიან გამაკვირვა და ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს. ის დიდ ბრიტანეთში, ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული", - დაწერა ბრიტანიმ ერთ-ერთ თემატურ ჯგუფში.

    Facebook-ის მომხმარებლებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ბეჭედი ბრიტანის ძალიან უხდება, თუმცა ჯგუფის მონაწილეთა დიდ ნაწილში საჩუქარმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მათი თქმით, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი არსებობის ერთადერთ მტკიცებულებას მისი ძვლები წარმოადგენს და ამ ძვლებისგან ბეჭდის დამზადება გარდაცვლილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა.

    Daily Mail-ის ცნობით, ამერიკის შტატების უმრავლესობაში ადამიანის ძვლების გაყიდვა ლეგალურია, თუმცა ზოგიერთ შტატებში ამ სფეროში დამატებით შეზღუდვები მოქმედებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×