რეზონანსი
15.09.2019

  (რეზონანსი) მეტროს სადგურ „სამგორში“  დაშავებული ახალგაზრდა კაცი ინგოროყვას კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულს თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. 

მეტროს სადგურ „სამგორში“ დღეს ახალგაზრდა კაცი „სამგორში“ მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. 

ამ დროისთვის, მეტროს სადგურში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა.

ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. მგზავრები მეტროს სადგურ „300 არაგველამდე“ გადაჰყავდათ. შემთხვევის გამო მგზავრებს მეტროს სადგური დააცლევინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×