სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.

    „ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე... მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (18.09.2019)
    მორატორიუმი კი არა ის გააგებინე საზოგადოებას შე უტვინო ქალო, რატომ შეიწყალე პოლიციელის და ამ მშვენიერი ახალგაზრდის მკვლელები?. რა კარგია, ერთი ესღა გქონდა შერჩენილი, პატიმრების შეწყალება და ესეც ჩამოიშორე, იშლიგინე დღე და ღამე. როგორც მინისტრობის დროს, მიშა და საგარეო სამინისტროში ერთი კვირა რომ ეძებდნენ ამ დედაკაცს, ეს კი თავის მოადგილესთან ერთად ციგაზე გადახვეული სრიალებდა - ალპებში. ამოიღეთ არქივიდან ეს მასალები, მეტად შთამბეჭდავი სურათია> ხოდა გაანთავისუფლა ეს ტიკინა მიშამ, გამოვიდა სალო და მათ ქაჯები უწოდა. აი ამ სიტყვის შემდეგ დაირაზმა ათასობით ადამიანი და ტაშის გრიალით შეხვდა ამ უზნეო არსებას> აი ასეთი გამოშტერებულები ხართ, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი!!!

    Vaivai   (18.09.2019)
    ერთი რაღაცა აბარია იმასაც ვერ უძღვება,სირცხვილი არარის ამდენი უცოდინრობა,მჯდარიყო სახლში და მიეხედა გურჯისტანისთვის,თუ რავი რა ჰქვია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×