სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      მთავარია, შეწყალების პროცედურების რეფორმირება დროში გაწელილი პროცესი არ იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

    მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტთან ერთად ჩაერთოს ამ პროცესში.

    „ძალიან ბევრი ინფორმაცია და კომპეტენციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა, ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება. ამიტომ ჩვენი მხრიდანაც ვპასუხობთ, რომ არის მზაობა, ვიყოთ ამ რეფორმის პროცესში ჩართული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

    წყარო:1tv.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×