სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     

    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

    ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომას არ ესწერება. წერილში, რომელიც მან გამოაგზვნა წერია, რომ სხდომას მხოლოდ თავისუფლების შემთხვევაში დაეწრება.

    დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

    ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, აპირებს, დააყენოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი ბრალის შესაბამისი არ არის.

    სხდომამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების განცხადებითაც, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.

    ცნობისთვის, გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

    გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

    ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×