სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი)იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯერ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა. ბევრად მნიშვნელოვანი და ბევრად მეტი სიმძაფრის წყალგამყოფები არსებობდა - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, აგვისტოს ომი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

    „თუ ეს წყალგამყოფები მე სიზმარში ვნახე და ამათ დღეს გაიგეს?! დღეს გაგახსენდა ღირსება, დალოცვილო?! აქამდე სადმე თაროზე იყო შემოდებული?! არსებობს ბევრი წყალგამყოფი - ხალხმა იბრძოლა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც თვითონაც ამბობენ, ეს ხელისუფლება არის უნიათო. ე.ი. უნიათოს წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ადვილია? და ორგანიზებული რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლა ხომ ძნელია? ორჯელ მკითხეს და ორჯელვე პატივისცემა გამოვხატე ხაზარაძის მიმართ, მაგრამ ნუ გამოხვალ და ნუ დაგვარიგებ ჭკუას, რომ თურმე ღირსება არსებობს, თურმე თავდადება არსებობს ქვეყანაზე...ამიტომ ფრთხილად შევიდნენ მოსახვევებში, თორემ მოსრიალდებიან", - განაცხადა მაღრაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    დავით   (20.09.2019)
    ქართველების სისხლში გასვრილი შენი ხელები არ დავიწყნია ქართველ ერს იოსელიანის პოეტო. მაგარი ბანძი ხარ

    სიმართლე   (20.09.2019)
    ხაზარაძე რო გაფინანსებდა ( ძვალს გიგდებდა) მაშინ ხო აქებდი ამუნია:)) ეხლა რაო რაო ფისოოო:)))

    ვაი ვაი   (20.09.2019)
    ეს რო პოეტი იქნება აი მანდ დაგვერხა...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×