სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს აფასებს.

    ყოფილი მოსამართლის თქმით, დღეს მიმდინარე შერჩევის პროცესი მიუღებელი და წარმოუდგენელია და მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან და სასამართლო სისტემის დაკომპლექტებასთან.

    „მე არც მიკვირს ამ ტიპის დანიშვნები. პირველი ინსტანციის სასამართლოც ასე დაკომპლექტდა. შემდეგ აპელაციაც და ახლა უზენაეს სასამართლოს მიადგნენ. ამიტომაც არა აქვს არავის სასამართლოს ნდობა და ამიტომ არის მისი რეიტინგები ყველაზე დაბალი სახელმწიფო სტრუქტურებში. რა თემა უნდა, არც ამ პროკურატურას პროკურატურა არ ჰქვია. მე მას დავარქვი „მიმდინარეობს გამოძიება". მხოლოდ ეს ერთი ტექსტი აქვს ამ უწყებას. არც ერთი გამოძიება დამთავრებული არ არის. მაშ რას აკეთებს პროკურატურა? მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ნუ გექნებათ სამართლიანობის იმედი, არ არსებობს მექანიზმი, რითიც ამ ქვეყანაში თავს დაიცავ", - აცხადებს ახვლედიანი გაზეთ „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

    მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2016 წელს საბჭოს კომპეტენციაში არსებული საკითხების ერთპიროვნულად გადაწყვეტისთვის გაათავისუფლა. თავად მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო დასაჯეს.

    23 სექტემბრიდან პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს მოუსმენს.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×