სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქალაქ რუსთავში. რუსთაველის ქუჩაზე ჭადრის ხე მოტყდა, რომელიც ავტომანქანას დაეცა, მანქანა დაზიანდა.

    მომხდარის გამო ტერიტორიაზე გადაადგილება შეფერხებული იყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხელ ხაზზე ორი შეტყობინება შევიდა. მე-18 მიკრორაიონში და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე ხეები წაიქცა. ადგილზე მობილიზებული იყო მერიის შესაბამისი სამსახურები.

    ძლიერი ქარის გამო რუსთავქალაქობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები ხვალისთვის გადაიდო, ასევე ამ დრომდე უსაფართხოების მიზნით დაკეტილია ქალაქის ცენტრალური პარკი.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×