სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელი, არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობის თაობაზე.

    10 დღის ვადაში სასამართლო უარის საფუძვლებს გამოაცხადებს.

    ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.

    კვიცინიას მომხრეების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და მის გასაჩივრებას ადვოკატი ინგა გაბილაია გეგმავს.

    დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართა. ხმათა მცირე უპირატესობით მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. ხაჯიმბამ მიიღო ხმების 47,39 %, ხოლო კვიცინიამ-46,17%.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×