სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      (რეზონანსი) ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. 

    მისი თქმით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. 

    "საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პერევის მონაკვეთზე მიმოსვლა მალე აღდგება. თუმცა, ამ ეტაპზე გადაკეტილია მთავარი, „გამშვები პუნქტი“ ახალგორისკენ, რომელიც მოსახლეობისთვის ძირითადი გზაა. ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ", - განმარტა ციხელაშვილმა. 

    პერევის "გამშვები-პუნქტი" 19 სექტემბრიდან 4 დღით ჩაიკეტა. დე-ფაქტო მთავრობის რეჟიმი ამას არაღიარებული რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×