რეზონანსი
22.09.2019

 (რეზონანსი) ახალგაზრდა მამაკაცს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის, ექვსი თვის ვადით, მართვის უფლება შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. 

განაწყენებულმა მოქალაქემ სახლიდან არარეგისტრირებული სანადირო თოფი გაიტანა, შემთხვევით შემხვედრი პოლიციის ავტომანქანა გააჩერა და იქ მყოფი ორი სამართალდამცველის მიმართ, მუქარა განახორციელა.

თვითმხილველების განმარტებით, მოქალაქეს სანადირო თოფიდან გასროლა არ მოუხდენია.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლითაა აღძრული.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×