სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს ქალაქ ორენბურგში იხდიდა, მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც უნდა გადაწყდეს მისი მომავალი ბედი.

    სულ ორი ვარიანტია - ექსტრადიცია ესპანეთში, ამ დეპორტაცია საქართველოში.

    პირველი ვარიანტი გამოირიცხა თავიდანვე - რუსეთში არსებული „ანტიქურდული კანონის" შესაბამისად, მისი პასუხისგებაში მიცემა კანონიერი ქურდის სტატუსით. როგორც ჩანს, რუსეთს არ აწყობს ონიანის მის ტერიტორიაზე ყოფნა - არც გარეთ, არც ციხეში.

    ესპანეთში კი ემუქრება სერიოზული პრობლემები - ოფიციალური მადრიდი ეძებს ონიანს ფულის გათეთრების ბრალდებით.

    მესამე, და ყველაზე მარტივი გამოსავალი - მისი დეპორტაცია საქართველოში, როგორც არალეგალი მიგრანტის.

    როგორც ჩანს, ონიანს ელის ყველაზე კარგი ვარიანტი - დეპორტაცია სამშობლოში.

    ონიანის გათავისუფლებისთვის მისმა გუნდმა დაიწყო წინასწარ მზადება - პირველ რიგში აქტიურობს მისი მთავარი და მუდმივი დამხმარე - მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი გელა ცერცვაძე. მისი მთავარი ამოცანა იყო ონიანის საქართველოში დეპორტაციის მიღწევა.

    თბილისში მისთვის უკვე შეკვეთილია ბილეთი თურქეთში, სადაც იმყოფება მის მომხრეთა დიდი ჯგუფი.

    თურქეთში ჩასვლის შემდეგ ტარიელ ონიანი გეგმავს დიდ გარჩევებს კონკურენტ ქურდებთან, პირველი რიგში იმის გამო, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, რუსეთის ქურდულმა სამყარომ მას სტატუსი ჩამოართვა.

    განთავისუფლებული ტარიელ ონიანი დაიწყებს ბრძოლას სტატუსის დაბრუნებისთვის, რაც შესაძლოა გახდეს ახალი სისხლისღვრის მიზეზი.

    წყარო: კომერსანტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    დავიტი   (11.10.2019)
    მგელი ბრუნდება

    Ra zgaprebia.sisxlisgvra ara ....   (11.10.2019)
    Taras


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×