სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთი განმარტება გააკეთა საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით.

    როგორც თადუმაძე ამბობს, ის პასუხისმგებლობას საბჭოთა განათლების კანონზე ვერ აიღებს.

    „არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი. სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში", - აღნიშნა თადუმაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ პრეცედენტულია პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა.

    „მგონია, რომ კარგია საზოგადოებამ დაინახა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გასცეს ყველაზე კრიტიკურ კითხვებზე პასუხი, ისე რომ გენერალურ პროკურორს საკანონდმებლო რეგულაციებით ამის ვალდებულება არ გააჩია. თუმცა, ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ გამოვიდე და ვისაუბრო ყველა კითხვაზე და გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენპროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე. ეს თმენის ვალდებულება ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს", -განაცხადა თადუმაძემ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×