სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.10.2019

      ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ტელეკომპანია „იბერიას" მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 50 მილიონი ვალი დააგროვა, ნიკა გვარამიამ კი 27-28 მილიონი და ახლა თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ.

    ეს განცხადება მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

    „ოთხმოც მილიონამდე თანხა გააერთიანეს და ახლა იბერიის შენობაში განთავსებულები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ „იბერია", რომელიც მეპატრონეს წაართვეს, „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დაუბრუნდა მეპატრონეს. ასევე, წართმეული „რუსთავი 2" თავის მეპატრონეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

    „დღეს რომან გოცირიძე გამოდის და ამბობს, თითქოს „რუსთავი 2" გახსნილი იყო ჯიხურში, შემდეგ გაამდიდრეს ტელევიზია, შექმნეს მძლავრი მედიასაშუალება და თითქოს ამით ამართლებენ რუსთავი 2-ის ოკუპაციას. 80 მილიონი ხალხის ფულით გვიტევენ ფეიკ ნიუსებით. ერთი მხრივ გასაგებია, რომ რამდენიმე დღეში მივეცით საშუალება, რომ გაეხსნათ ტელევიზია, მაგრამ მეორე მხრივ, ხომ არ გვაქვს სერიოზული ხარვეზი ის, რომ ეს თანხა დღემდე გადაუხდელია", - აღნიშნული კითხვით მამუკა მდინარაძემ შალვა თადუმაძეს მიმართა.

    წყარო: ნიუპოსტი

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×