რეზონანსი
09.10.2019

  თურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. „ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება", - წერს თურქეთის პერზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდორანი „თვითერის" საკუთარ გვერდზე.

„ჩვენ დავიცავთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის ხალხს გავათავისუფლებთ ტერორისტების ბრჭყალებისგან", - აცხადებს პრეზიდენტი.

„როიტერსის" ინფორმაციით, სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი, მუსტაფა ბალი აცხადებს, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე ავიადარტყმები განახორციელა. „ხალხში პანიკაა", - წერს ბალი „თვითერის" გვერდზე.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×