რეზონანსი
14.10.2019

 (რეზონანსი) სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 38 წლის ქეთი აბ­დუ­ლა­ე­ვას. ახალ­გაზ­რდა დედა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე "სტა­ი­ან­ში­კად" მუ­შა­ობს, ის ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლია:

"3 თვეა ამ ავ­ტო­სად­გომ­ზე ვმუ­შა­ობ. მა­ნამ­დე ჩემი შვი­ლის მამა იდგა, მაგ­რამ ახლა "ჩაჯ­და" (ცი­ხე­ში) და მე გა­მო­ვე­დი მის მა­გივ­რად. აქა­უ­რებ­მაც კარ­გად მი­მი­ღეს და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცეს. სულ სვამ­და (მისი ქმა­რი) და მერე აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და, ამ­ტვრევ­და ყვე­ლა­ფერს, რამ­დენ­ჯერ­მე ჩემ­ზეც კი გა­მო­ი­წია. ბო­ლოს და­ა­კა­ვეს და ახლა იხ­დის სას­ჯელს.

აქამ­დე არ ვი­ცო­დი სად მე­მუ­შა­ვა, კი ვე­ძებ­დი სამ­სა­ხურს, მაგ­რამ ვერ ვშო­უ­ლობ­დი. 5 წლის შვი­ლი მყავს და იმ­დე­ნი რამე მჭირ­დე­ბა, ქი­რაც გა­და­სა­ხა­დია... ჩემ ქმარს არა­ფე­რი შე­მო­ქონ­და სახ­ლში. რა­საც შო­უ­ლობ­და, ყვე­ლა­ფერს სას­მელ­ში ხარ­ჯავ­და. მისი და­კა­ვე­ბის მერე ვი­ფიქ­რე, რა მოხ­დე­ბო­და მეც მე­მუ­შა­ვა კა­ცის ად­გილ­ზე, რად­გან ქა­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვე. იმ ფაქ­ტმაც გა­მა­თა­მა­მა, რომ ხში­რად ვხე­დავ ავ­ტო­ბუ­სებ­ზე ქალ მძღო­ლებს.

რაც უფრო მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, ერ­თმა­ნეთს მივ­ცემთ მა­გა­ლითს და მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვექ­ნე­ბა. აქ, პე­კინ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი მუ­შა­ო­ბა 2 დან 9 სა­ა­თამ­დეა. ამ დროს შვი­ლი ბაღ­შია და მერე და­ქალს გა­მო­ყავს. 9-მდე მას­თა­ნაა. დღე­ში 15 ლა­რამ­დე გა­მომ­დის, მაგ­რამ ეგეც საქ­მეა - ქი­რა­ში ვიხ­დი და საჭ­მელ­ზე ძლივს გვყოფ­ნის.

მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი მაქვს, გან­ცხა­დე­ბაც დავ­წე­რე შემ­წე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ჯერ არ და­უმ­ტკი­ცე­ბი­ათ. იმ­დე­ნი, ვინ­მე უნდა შე­ა­წუ­ხო, დარ­ე­კო, გან­ცხა­დე­ბე­ბი წერო - ამის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე..." - ამ­ბობს ქეთი აბ­დუ­ლა­ე­ვა.

AMBEBI.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×