რეზონანსი
15.10.2019

 ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიასთან ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა.

სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა ექიმების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. 

ბოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც.

მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, თითქმის ყველა ეზოში აქვს ბაზებს ბუდე, რაც ძალიან საშიშია. 

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×