რეზონანსი
15.10.2019

 (რეზონანსი) "საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილებებია.

ირკვევა, რომ განათლების მინისტრს უფლება ექნება, დამატებით არდადეგები დააწესოს.

"საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (სსმ III, №114, 09/09/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების 5​1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5​2 პუნქტი:

"5​2) სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების მე-4, მე-5 და 5​1 პუნქტებით განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები", - ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბრძანება 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×