სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.10.2019

      „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გლდანის ციხესთან აქცია გამართა.

    მან 20-21 ივნისის დაკავებულებისთვის პროდუქტი მიიტანა. იგი მოთხოვნაა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

    „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი შეიძლება დაიჭირო მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის და დააბრალო სახელმწიფო გადატრიალება.

    შეიძლება ადრე ჩვენც რამე დავაშავეთ და ამაზე პასუხი მოგვთხოვონ, მაგრამ 20 ივნისის დღეს რომ პარტიის ლიდერს დაიჭერ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა და რეპრესია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, სადამდე აპირებენ ისინი აქციის გაგრძელებას, შალვა ნათელაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ისინი ციხეში იქნებიან.

    „სანამ ციხეში იქნებიან ჩვენ სულ გვექნება მოძრაობები საშიანაო და საგარეო არენაზე. ამოვაშხამებთ ივანიშვილს ამ ხალხის გამწარებას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×