სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.10.2019

     ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა რამდენიმე დღის წინ, თამთა თოდაძე, რომელიც ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ტელეეთერში დებატები შესთავაზა. როგორც ჯიშკარიანის უფლებადამცველი ამბობს, მის შეთავაზებაზე თოდაძის ადვოკატისგან უარი მიიღო.

    ინფორმფორმაციას ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

    "რა სიბინძურეც წამოიწყო დაზარალებულმა მხარემ, რა მეთოდითაც დაიწყო ომი, საზოგადოებაში, რომ რეპუტაცია განზრახ გაუნადგურეს ჩემს კლიენტს, იმავე მეთოდით ვუპასუხე! არ ელოდნენ, რომ ამ სიბინძურეში შევყვებოდი, რომელი ეთერიდანაც ლანძღეს და ცილი დასწამეს ჩემს კლიენტს, ილია ჯიშკარიანს, ამავე ეთერში მოვიწვიე. რა გავაკეთე მითხარით ცუდი?! ეს ქალბატონი, თავის ადვოკატთან და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, წიხლქვეშ ამოიდეს ჩემი კლიენტის ფოტოები და აქციები მოაწყეს. ხან პირდაპირ ეთერში დასხდნენ და ისაუბრეს. ცრემლმორეული და ღრიალით კარდაკარ დადიოდნენ და ატრიალებდნენ გულის ამაჩუყებელ სცენებს. ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. 

    კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს. თოდაძესა და მის ადვოკატებს ახალი რა შევთავაზე? ტელეთერში კითხვები უნდა დავუსვა ამ საწყალ, დაჩაგრულ გოგოს, მე მონსტრმა და იმ ჯოჯოხეთურმა პიროვნებამ, რა მონსტრიც შექმნეს ჩემგან. მე არ ვთამაშობ, არავინ მაფინანსებს რაღაცა მიზნებისთვის. ვარ თავისუფალი და გავიტან ამ საქმეს ბოლომდე. ეგენი არიან მატყუარები და მანიპულატორები. ჩემს შეთავაზებაზე დებატებთან დაკავშირებით მათ უარი განაცხადეს. ადვოკატმა მითხრა, ეს საარჩევნო პოლიგონს დაემსგავსაო. მათ გახადეს პოლიგონი და შეფუთეს ეს ყველაფერი სიბინძურედ. აიგდეს ამხელა კაცი და ფეხქვეშ გათელეს მისი რეპუტაცია, რომელსაც წარსული აქვს, მეუღლე ჰყავს და შვილები ჰყავთ" - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    გიო   (18.10.2019)
    ეს ადვოკატი ქალი გააჩეროს ვინმემ,არ რცხვენია ვის იცავს?

    ???   (17.10.2019)
    რას ქვია დაასამარებ? ადვოკატი ხარ თუ ბრალდებული? ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებ კუბლაშვილი!!!

    marsh   (17.10.2019)
    კუბლაშვილი ძალიან მაგარი ადვოკატი და პრინციპული ადამიანი გახლავს. მარიამ, ნუ მიაქცევ ყურადღებას ყიამყრალ მკბენარებს. აკეთე შენი საქმე და ყველა გვერდით დაგიდგება.

    გიო   (17.10.2019)
    მაგასაც ვნახავ ვინ ვის დაასამარებს შე გარეწარო თახსირო ქალო. ფულის გულისთვის ყველაფრის მკადრებელო.ჯერ მაჩალიკაშვილს იცავ და მერე მისი მკვლელების გამპრავებელს. ფუჰ შენი

    lasha   (17.10.2019)
    da es advokatia??

    temo   (17.10.2019)
    kublashvili pulis gulistvia ras ar ikadrebs


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×