სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

     (რეზონანსი) შატილში დამწვარ სკოლას, რომელიც დროებით ალტერნატიულ შენობაში განთავსდება, სახელმძღვანელოები, სასკოლო ჟურნალები, კომპიუტერები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს. სასკოლო ინვენტარის გადაცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით მოხდა.

    "საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, რასაც მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ", - ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×