რეზონანსი
19.10.2019

 (რეზონანსი) იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ზე "კომედი ჯგუფი" ორად გაიყო, ნაწილი "მთავარ არხზე" გადავიდა, ნაწილი კი იქვე დარჩა, მათ შორის - ვახოც, რასაც ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა. თუმცა თავად მსახიობმა განაცხადა რომ არ აპირებს სოციალურ ქსელში პოლემიკას.

"ბუნებრივია, სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარებს წერდნენ. აი, მაგაითად, ფულზე გაიყიდნენ, მოღალატეებიო და ა.შ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ტელევიზიიდან უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ხარისხიანი პროდუქტით და კომენტარებს არ გამოვეკიდოთ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე მათ აზრს პატივს ვცემ.

ჩემი საქმით და პროფესიით ამ ადამიანებს დავუმტკიცებ, რომ ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ. ემოციურ ფონზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, არ განვიცდი. მეუბნებოდნენ, შენზე ეს დაწერესო, მე კიდევ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და სოციალურ ქსელში პოლემიკას არ ვაპირებ." - განაცხადა ვახო ბიჭიკაშვილმა

წყარო:სარკენიუს.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×