სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.10.2019

     (რეზონანსი) თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს და „ტერორიტებს თავებს გაუსრესს", თუ ქურთი მებრძოლები „უსაფრთხოების ზონის" ტერიტორიას არ დატოვებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ავრცელებს.

    „თუკი ჩვენთვის მოცემული პირობები არ შესრულდება, უწინდელივით აღარ მოვიცდით და ოპერაციას განვაგრძობთ. იმ წუთიდან, როგორც კი შეთანხმებული 120 საათი ამოიწურება, ტერორისტების თავების სრესვას განვაგრძობთ", - განაცხადა ერდოღანმა.

    9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „უსაფრთხოების ზონის" შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის დაბრუნებაა. ერდოღანის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი „უსაფრთხოების ზონის" მოწყობას გეგმავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (20.10.2019)
    Erdogan memgoni mag sxvis qveyanashi brdzolistvis shench gaisrisebi.yvelaze Didi tiranixar


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×