სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.10.2019

     ხაშურში ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნათია გოგალაძის დამ, ირმა გოგალაძემ  „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხება. 

    „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემმა ყოფილმა სიძემ, ირაკლი დეკანოიძემ ჩემი დის, ნათიას მკვლელობამდე ახალციხის რაიონის სოფელ აგარაში თანასოფლელი, დავით მეტრეველი მოკლა. მან სასჯელს თავი რუსეთში გადამალვით აარიდა. მის ნაცვლად, სასჯელი მამამისმა მოიხადა. მაშინ ირაკლი 17 წლის ყოფილა. დეკანოიძეების ოჯახმა მკვლელობის ღამესვე დატოვეს სოფელი და ცხოვრება ხაშურში, ქირით დაიწყეს. ამის შესახებ თავად მოკლულის დედამ დაწერა.

    ეს ჩემი შვილი დავით მეტრეველია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მერაბ და ირაკლი დეკანოიძეებმა ახალციხის სოფელ აგარაში, ავტომატით მომიკლეს . ეს ლამაზი ღიმილი სამუდამოდ წაართვეს და გაუყინეს. ოჯახი სამუდამო ტანჯვაში ჩაგვაგდეს და 2 წლის ბავშვი ობლად დაუტოვეს. ირაკლი დეკანოიძე გადამალეს , ხოლო მერაბ დეკანოიძეს 14 წელი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ვადაზე ადრე გამოვიდა ციხიდან. ირაკლი დეკანოიძემ ახლა ხაშურში ჩაიდინა მკვლელობა და მკვლელი მამა მკვლელი შვილის გამართლებას ცდილობს. მე შვილმოკლული დედა დეკანოიძის ადვოკატებს თხოვნით მივმართავ , ვიდრე ასეთ მკვლელების დაცვას გადაწყვეტენ შვილმკვდარი მშობლების თვალით შეხედონ და მკვლელის დაცვის სურვილი გაუქრებათ სამუდამოდ. მე ვითხოვ ირაკლი დეკანოიძე უმკაცრესად დ ა ი ს ა ჯ ო ს“ - წერს მოკლული დავით მეტრეველის დედა.

    ირმა გოგალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ირაკლი დეკანოიძის მამა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ყოფილ რძალზე საუბრობდა, ნათია გოგალაძის შვილმა მამაზე საუბარი დაიწყო. როგორც ირმა ამბობს, ბავშვი მამის არაკანონიერ ქმედებებზე მიანიშნებს.

    „როცა ბავშვმა ტელევიზორში პაპა ნახა, რომელიც დედამისზე არასასიამოვნო კონტექსტში საუბრობდა და ჩვენ ცილს გვწამებდა, ჩემმა დისშვილმა სიმწრის ცრემლებით მომიყვა, რომ მამამისმა ქუჩაში უცნობ მამაკაცს ბავშვების თანდასწრებით საფულე ჯიბიდან ამოაცალა და მოპარული ფულით შვილებს ნაყინი უყიდა. ბავშვებისთვის უცხო არც ცემა ყოფილა და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა. ირაკლის შვილები ჭინჭრით ჰყავს ნაცემი... ბავშვები თავად ამბობდნენ უარს მამასთან წასვლაზე და ის ჩვენ გვადანაშაულებდა, თითქოს ჩვენ არ ვუშვებდით. ახლა, მისი ოჯახის წევრები დგანან და ხელს ჩვენსკენ იშვერენ. არც გლოვას გვაცლიან და არც ტირილს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ბავშვებს გამოკითხავს და ისინი სიმართლეს აუცილებლად იტყვიან“ - ამბობს მოკლული ქალის და.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×