რეზონანსი
22.10.2019

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო CNBC -ისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მზად იქნება სამხედრო ძალა გამოიყენოს თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა მას „მშვიდობა ურჩევნია“.

„ჩვენ ქურთებთან ერთად დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ეს მათი დამსახურებაც იყო, ეს შეერთებული შტატების დამსახურება იყო მსოფლიო კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ თურქეთის შეჭრა სირიაში მოხდა ტრამპის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარასთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა შეამციროს რისკი იმ ადამიანებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა „თითქოსდა მიატოვა“.

ცოტა ხნის წინ თურქეთი დათანხმდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×