სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.10.2019

     (რეზონანსი) ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ პარლამენტის შენობაში შემოვიდოდი, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა მედიას პარლამენტში განუცხადა.

    ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვლას ცდილობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

    მისი განცხადებით, ამ წუთებში პასუხს ელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი მისი სხდომაზე დასწრების თაობაზე.

    „ქართული ოცნების" დღევანდელი ლიდერშიპი ხშირად იქადნის ხოლმე, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა ეს პროცესი. ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, მომცენ შესაძლებლობა და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დავუსვა",- განაცხადა შაქარიშვილმა.

    მისივე თქმით, მან მიქაუტაძეს, როგორც „ადამიანმა ადამიანს, აპატია უკანონო განაჩენი" , თუმცა, როგორც მოსამართლეს, ვერ აპატიებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (22.10.2019)
    ეს უსუსური, ქურდების კანდიდატი საკრებულოში და თანამდებობას მოწყურებული ბღარტი რა საპოლიტიკოსოა? გაზრდვიან ამას ყველაფრის მკადრებელ ზომბად და ვერ მოვიცილებთ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×