რეზონანსი
09.11.2019

  "ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას.

ბრეგაძის თქმით, მას ბავშვების მშობლები დაუკავშირდნენ.

"დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი" - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×