სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.11.2019

    (რეზონანსი) თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მეორე დღე მშვიდად მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, პოლიციელები საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. სირაძე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, სამართალდამცველების მითითებებს დაემორჩილონ და კანონმორჩილება შეინარჩუნონ.

    ჩვენების მოწინააღმდეგეები კინოთეატრებში შეჭრას არ ცდილობენ. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებით ხელში დგანან.

    ფილმის პრემიერა 8 ნომებერს აქციების ფონზე გაიმართა. პრემიერის ჩაშლით „ქართული მარში, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. „ქართული მარშის" წევრებმა ლგბტ თემის დროშაც დაწვეს.

    თბილისის პარალელურად ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან" ვითარება დაიძაბა. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მოწინააღმდეგეები შენობაში შეჭრას შეეცადნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო.

    ფილმის მოწინააღმდეგეები სენასების გაპროტესტებას დღესაც გეგმავენ. საპატრულო პოლიციის უფროსმა მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ დაარღვიონ კანონი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (09.11.2019)
    Egaris tqveni evropa Raton misces mtavrobam mag pilmis gashvebis upleba kinotiatrebshi da saertod saqartveloshi.chvens ers egarsheshvenis.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×