სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.11.2019

    (რეზონანსი) საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას დაკავებული ორი მამაკაცი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონით ახლობლებს აცნობა. დაკავებულები მწყემსები არიან.

    კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გოჭოშვილის ინფორმაციით, 63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი და 59 წლის რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.

    "ორი ადამიანია დაკავებული, ორივე მათგანი კოდისწყაროს მაცხოვრებელია. ტუხიაშვილი და ზადიშვილი სოფლის პირუტყვს მწყემსავდნენ, ამ ადგილის სიახლოვეს ძველი რუსული ბაზის შენობის ნაწილია შემორჩენილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ე.წ. მესაზღვრეები. რაც შეეხება ადგილს, სადაც დაკავება მოხდა და დეტალებს, თვითმხილველი არავინაა და შესაბამისად, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ზურაბ ტუხიაშვილმა მოასწრო ტელეფონით დარეკვა და თანასოფლელს აცნობა, რომ დააკავეს და პირუტყვისთვის მიეხედათ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×