სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     

    ხარაგაულის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 60 წლის პედაგოგს 14 წლის მოსწავლე გარყვნილი ქმედების ჩადენაში ადანაშაულებს.

    არასრულწლოვანი ჩვენებაში ყვება, რომ პედაგოგი მას საკლასო ოთახში ეფერებოდა. ირკვევა, რომ გოგონას მონაყოლს მისი თანატოლებიც ადასტურებენ.

    ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაციამ კი ძალადობაში დადანაშაულებული მათემატიკის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვა.

    "ბავშვმა მასწავლებელი დაადანაშაულა ხელით, ზედა ნაწილებში შეხებაში. განცხადების მიღებისთანავე საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია მივეცით. შევატყობინე შესაბამის ორგანოებს და მიმდინარეობს ძიება"- აცხადებს სკოლის დირექტორი.

    მისი თქმით, მეცხრე კლასელ გოგონასა და 60 წლის მამაკაცს შორის ნათესაური კავშირი არსებობს.

    "ეს ბავშვი ოჯახის ახლობელია... ნათლული"- აცხადებს დირექტორი.

    დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები 60 წლის მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების ჩადენას კატეგორიულად უარყოფენ.

    "არანაირი გარყვნილი ქმედება არ ყოფილა, ლოყაზე მოჩქმეტა და მხარზე ხელის შეხება დანაშაული არ არის. წავიკითხეთ ამ გოგონას ჩვენება, ძალიან ბევრ ტყუილს საუბრობს"- აცხადებს დაკავებულის ნათესავი.

    მისივე მტკიცებით, 60 წლის კაცს სამსახურიდან წამოსვლას აიძულებდნენ.

    "სახელოვანი კაცია, მას ურეკავდნენ და სთხოვდნენ წასულიყო სკოლიდან, მას ბრძოლა აღარ უღირდა"- თქვა ბრალდებულის ახლობელმა ჟურნალისტებთან.

    დაკავებულის კიდევ ერთი ახლობელი, ყვება რომ 35 წელია მამაკაცს იცნობს და მსგავსი ქმედება არასდროს შეუმჩნევია.

    შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    წყარო: "ნიუპოსტს"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×