სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.11.2019

     

    დეკანოზი შალვა კეკელია საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს. როგორც იგი ამბობს, დღეს მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება ახდა, რომელიც ამბობდა, რომ უწმინდესს შვილი აუჯანყდება.

    მისი თქმით, მამა გაბრიელს იმავე ცოდვას სწამებდნენ, რაც დღეს პატრიარქს დააბრალეს.

    „დღეს აღსრულდა ოცი წლის წინანდელი წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველება - შვილი აუჯანყდა უწმინდესს. სხვათა შორის, მამა გაბრიელს იმავე ცოდვას სწამებდნენ, რაც დღეს ჩვენს უწმინდესს დააბრალეს. მის კანონიზებას ზოგიერთი ეპისკოპოსი სწორედ მამათმავლობის ბრალდების გამო ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი პატრიარქი ქართველი ხალხისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია, მასში ხედავენ ხსნას, მთელი ერი იმედით შეჰყურებს.

    ახლა მეუფე პეტრეს განცხადება გამახსენდა, მე ერი ძეგლს დამიდგამსო. ვეთანხმები, მას ნამდვილად დაუდგამს ერი აბესალომის, როგორც მამის გამყიდველი შვილის ძეგლს",- ამბობს მამა შალვა.

    როგორც მამა შალვა ამბობს, დღეს უკვე აშკარაა, რომელი ძალები იცავენ მეუფე პეტრეს.

    „აშკარაა, რომ დიდი ძალა გვებრძვის, მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები კი მის წისქვილზე ასხამენ წყალს. ჩვენ ხომ ვხედავთ ახლა რომელი ძალები იცავენ მეუფე პეტრეს. სწორედ ისინი ცდილობენ ეროვნული ღირებულებების განადგურებას. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა 2004 წელს სტუდენტების აჯანყებას აწყობდნენ ეკლესიის წინააღმდეგ. ხომ გახსოვთ, განკვეთილი მამა ბასილის საფლავი როგორ დაარბიეს გლდანში? მამა ბასილს წინასწარ შეატყობინეს, რომ მის დაჭერას აპირებდნენ, მრევლი შეაკრებინეს და მერე ასეთი სცენა გამართეს. არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ყველა „ნაციონალი" ეკლესიის მტერია, მათ შორისაც ბევრი მორწმუნე იყო, თუნდაც გიორგი კარბელაშვილი და გიგი წერეთელი. ისინი ყოველთვის ეკლესიის მხარდამჭერები იყვნენ",- აცხადებს დეკანოზი.

    მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ეკლესიის შემომწირველი იმიტომ იყო, რომ შემდეგ ხალხს ამაზე ელაპარაკა.

    „ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის აკეთებდნენ, რომ ხალხს ჯიპიან მღვდლებზე ელაპარაკა. 2004 წელს, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ ღიად გამოცხადებული ბრძოლით ვერაფერს მიაღწიეს, ბრძოლის მეთოდები შეცვალეს - დიდი ფული შესწირეს ეკლესიას, ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს და ამით შეეცადნენ საპატრიარქოზე გავლენის მოპოვებას. არადა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მღვდელი, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი იყო. მღვდელი მხოლოდ ქრისტეს უნდა ემსახუროს. რატომ ვერ გაუძლო ზოგიერთმა ამ ცდუნებას, არ ვიცი",- აღნიშნავს შალვა კეკელია.

    იგი საპატრიარქოში გარე ძალების გავლენაზეც საუბრობს.

    „თუ შავი პიარის ასაგორებლად ვერაფერს გიპოვიან, მაშინვე რუსოფილობას გაბრალებენ. მეუფე შიოსაც ვერაფერი მოუგონეს და დააბრალეს. ქართული ეკლესიის გავლენის სფეროდ გამოყენებას ყველა ცდილობს - რუსეთიც, საბერძნეთიც და სხვა ბევრი ქვეყანა. მთავარია, ჩვენ როგორც დავხვდებით ამ გამოწვევას.

    რა თქმა უნდა, უამრავი გარე საფრთხეა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით არის გამოცხადებული",- ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

    წყარო:კვირის პალიტრა

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×