რეზონანსი
12.11.2019

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანთან ხანძარია. ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს, ეკალბარდებსა და ბუჩქებს უკიდია.

„ცეცხლის ქრობის პროცესი საღამოს დაიწყო, მთელი ღამე ადგილზე იყვნენ ჯგუფები და მიმდინარეობდა მონიტორინგი, რათა ხანძარი არ გავრცელებულიყო. დილიდან კი სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა,"- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ცოცხალი ძალის მეშვეობით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×