რეზონანსი
13.11.2019

 ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გააკრიტიკა. „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში. 

„საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ტოლერანტულობას, ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში და მოდი, ნურავის ეწყინება ეს, რომ ვიღაც ადამიანებს აქვთ თავიანთი შეხედულება. რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ინსპირირებული“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×