რეზონანსი
14.11.2019

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერ არ საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ნახეს. გამოძიების ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

იმავე დღეს დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია, რომელსაც ასევე ეძებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×