სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

    (რეზონანსი) მე მინდა მოვუწოდო პარტიის თავმჯდომარეს, მოუხმოს კეთილგონიერებას,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, არ სჯერა ზოგიერთის გაბრაზებული და შეცვლილი პოზიციის.

    "მოლოდინი არ მაქვს მაინცდამაინც ოპტიმისტური. აქ ორი ვერსიაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი ჩავარდა, დაბრალდება ბიძინა ივანიშვილს და მისი პასუხისმგებლობა იქმება. ამიტომ მან ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს და აქვს ამის შესაძლებლობა, რომ თუ ვინმე გულწრფელად წინააღმდეგია, დაარწმუნოს, ხოლო ზოგიერთის ახლა გაბრაზებული და შეცვლილი პოზიციის მე არ მჯერა. მეორე შემთხვევაში, თუ იქნება შეცვლილი პოზიცია და მიიღებს გადაწყვეტილებას უმრავლესობა და მხარს დაუჭერს, ამასაც მმართველი პარტია მიიწერს რა თქმა უნდა.

    თუმცა, ალბათ, აქ უნდა დავინახოთ შემდეგი პროცესი - იმ დეპუტატების შემდეგი ნაბიჯი, რომელთა პოზიცია იქნება პრინციპულად განსხვავებული, ალბათ, იქნება უმრავლესობის დატოვება. ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს გადაწყვეტილება თუ არ იქნება შესრულებული, ქვეყანაც დაზიანდება და ძალიან სერიოზულ კრიზისში შეიძლება შევიდეს პროცესი. მე მინდა მოვუწოდო პარტიის თავმჯდომარეს, რომ მან უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, მოუხმოს კეთილგონიერებას და უნდა დავუჭიროთ მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემას," - განაცხადა ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×