სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    14.11.2019

     

    საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის განმეორებით განხილვა წარმოუდგენელია.

    „ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის", - აღნიშნა კობახიძემ.

    დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას" ხმათა მხოლოდ 30 პროცენტის მიღება შეეძლო.

    „30 პროცენტი ეს „ნაცმოძრაობის" ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება" ვერ აიღებდა 30 პროცენტზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება" ვერ იღებს 30 პროცენტზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა" გამორჩენილი „ნაცმოძრაობა". აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (15.11.2019)
    გამაღიზიანებელია ირაკლი კობახიძის ნაცების წინაა%ღმდეგ შემამკობელი გამოთქმები. კარგით რა, ვ ი ც ი თ პოლიტიკური ბრძოლის იმათი ხერხი დ მეთოდი--აღარ გვინდა შეხსენება, გვაჩვენეთ თ ქ ვ ე ნ ი უპირატესობა, ბრძოლის რა მეთოდები გაქვთ, დახვეწეთ ლექსიკა, პოლიტიკური ტრიუკები ნაკლებად გამოიყენეთ, იყავით გულწრფელნი! ხალხამდე დაუბრკოლებლად მიიტანეთ და გვესაუბრეთ თქვენს მიერ მიღწეულ დადებით საქმეებზე, ჩ ა ვ ა რ დ ნ ე ბ ზ ე ც და სამომავლო გეგმებზეც. ხშირად ჩაებით მძლავრ პოლემიკაში, სულ გია ვოლსკის ნუ ასაუბრებთ, ისინი გჩაგრავენ აგიტაციის კუთხით, ეკრანებთან სულ ოპოზიციურ სახეებს ვხედავთ, მათი ნარატივი დ ა მ ა ზ ი ა ნ ე ბ ე ლ ი ა სახელმწიფოსთვის საპირისპირო უნდა შეაგებოთ მ ძ ლ ა ვ რ ა დ. თქვენ რატომ დ უ მ ხ ა რ თ, ცოტას წაიკნავლებთ და არენას უთმობთ მტრულ ძალას. 10 იმათ 2-3 ოცნებელი ვ ე რ უმკლავდება.გაზარდეთ აგიტატორების რიცხვი--წ ა ლ ე კ ა ყურთასმენა ოპოზიციამ! გ ა ა ქ ტ ი უ რ დ ი თ!

    inga   (15.11.2019)
    "მელკი პაკოსტნიკ". რა გეშველებააა...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×