სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

    ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს.

    ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

    ექიმ ტრავმატოლოგის დავით ღვინიაშვილის ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    "ის არ აღიარებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება. ვიცით, რომ ჯანმრთელადაა", - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

    ცნობისთვის, ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.

    15 ნოემბერს მას პრ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

    ექიმის უკანონო დაკავებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა.

    საელჩომ საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ექიმი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×