სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.11.2019

     

     

    ბევრად მეტი უნდა ვიყოთ ვიდრე დღეს ვართ, იმაზე მეტნი მგონი ვართ ვიდრე იქით არიან, მაგრამ მაინც მეტი უნდა ვიყოთ, - ასე მიმართა, ოპერის წინ შეკრებილებს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა.

    როგორც დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, დღეს ქართველ ხალხს აღარ უნდა ტყუილში ცხოვრება.

    „მელაკუდა ტყუილად კი არ შეარქვა ამ ხალხმა, სულ ტყუილი დაპირებები, ამიტომ დავანგრიოთ ესენი, დავანგრიოთ თავისი ტყუილით. არ უნდა გვეგონოს, რომ არანაირად უკან არ დაიხევენ, დაიხევენ. ახლა უყურებენ, ზვერავენ, ბევრი ხალხი მოვა, ცოტა ხალხი მოვა, იქით რამდენი იქნება, აქეთ რამდენი იქნება, ამას უყურებენ და ამის მიხედვით იმოქმედებენ. ახლა აქციები დაიწყო მხოლოდ, სულ ორი თუ სამი დღე გვქონდა, თუ ამათ გონება ყოფნით, უნდა მიხვდნენ, რომ ბევრია ხალხი პირველი დღისთვის, ბევრად მეტი იქნება შემდეგ აქციებზე, ამიტომ გონს უნდა მოეგონ. ჩვენ არაფრის აღარ უნდა გვჯეროდეს, არც ერთი სიტყვა არ იქნება სიმართლე, არასოდეს, რასაც ეს ხალხი იტყვის. დღეს იმიტომ კი არ ვიბრძვით, რომ ესენი არჩევნების სისტემას არ ცვლიან, იმიტომ ვიბრძვით, რომ ამათი ტყუილით დავიღალეთ. ერთადერთი რამე, რაც ამათ უნდათ, არის რომ ამათი იყოს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა დიდი ბანკია ამათთვის, ყველა ამათ ვალშია, ყველა ლომბარდია ამათთვის ჩადებულია, არავინ არ უყვართ, არავის პატივს არ სცემენ, არავინ თავის თავის გარდა. ამათი სურვილი არის მარადიულად იყოს ეს ქვეყანა საკუთრებაში. არც „ქართული ოცნება" და არც ეს სააკაშვილ-ბოკერიები და ეს უზნეოები. არავინ არა. არც ერთი არ გვინდა, ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ ჩვენ უნდა დავეპატრონოთ ამ ქვეყანას", - განაცხადა დავით თანხარ-მოურვმა.

    მისივე თქმით, დღეს იწყება აქციები, შემდეგ აქციებზე უფრო მეტი ხალხი იქნება.

    „ამაზე ორჯერ და სამჯერ მეტი უნდა მოვიდეთ, არ უნდა დავიღალეთ. იქით ვინც მოტყუებული ხალხი დგას, აქეთ უნდა გადმოვიდეს, მოტყუებული ხალხი იქიდან აქეთ გადმოვიდეს, გაიგონ უნდა, არასოდეს არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ იქ, სადაც არიან ისინი, ეს უბრალო რამეა. ის ხალხი არ იბრძვის ამ ქვეყნისთვის, ორი ბოროტი ჭამს ერთმანეთს. იქიდან არის ბოროტი - „ქართული ოცნება", რომელსაც ქვეყანა ახლა აქვს დასაკუთრებული, აქედან დგას ბოროტება, რომელსაც ჰქონდათ დასაკუთრებული და დაბრუნება უნდათ, რომ კვლავ დაისაკუთრონ. არ შეიძლება მანდ დგომა, ეგ ხალხი არც ერთი არ იბრძვის საქართველოსთვის, ამიტომ აქ, აქ უნდა იდგეს ყველა, აქ, სადაც ქართველი ხალხია", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (18.11.2019)
    თქვენ პუტინთან ერთად უნდა დაეპატრონოთ ,მაგის პასუხია ხალხისგან შუა თითი,რასაც არჩევნებზე იგრძნობთ შენც და თარხანაც!!!

    777   (18.11.2019)
    da tqveni davijerot,romlebic rogorc nacbanda da kvela opozicioneri gashmagebit ibrdzvit sataveshi mosasvlelad,kvelani ertnairebi xart,fulis monebo,xrapia gaumadzgari gorebi!!!VAI,VAI turme tqven xalxis da samshoblos dardi gawuxebt,tqven vai patriotebo,GAWKDIT ERT DGES QVEKNIS AMREVEBO,FULIS DA SKAMIS MONEBO!!!

    4141   (17.11.2019)
    ერთი მაგას კითხე ფინანსთა სამინისტოში რომ მუშაობდა რას აკეთებდა?

    napoleoni   (17.11.2019)
    tarxan- mouravo naxva gvinda sheni


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×