სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.11.2019

    (რეზონანსი) თბილისში სადისტურად მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს:

    "ცხოვრებაში არავისზე მითქვამს, მეზიზღება-მეთქი. საერთოდ არც კი ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ ახლა მივხვდი. ყველანი მეზიზღებით, განსაკუთრებით კი ის, ვინც ჩემი „ნათლია" იყო.

    ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები დასრულდა. სული მეწვის და გული მტკივა. არც კი ვიცი, როგორ შეძელით ასეთი ადამიანის გაზრდა. თქვენ მე მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ. უზომოდ მენატრება და მაკლია. ჩემი პატარა გამძლეობით ყველაფერს გავაკეთებ. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა სათანადოდ დაისაჯოს. მე თუ ვერა, ღმერთი ამას ასე არ დატოვებს. ერთი ის იცოდეთ, რომ თქვენი ყველა სიტყვა კარგად მახსოვდა. შენი ნათლიის სახელი ახსენე და იამაყებ, რაშიც უნდა დაგჭირდეს, შენთან იქნებაო. ვიამაყო? ვიამაყო კი არა, მრცხვენია. მრცხვენია საერთოდ, რომ გიცნობთ. რომ მეუბნებოდით, ახლა რასაც ვერ გიკეთებს, მერე გაგიკეთებსო. ისეთი რაღაც გამიკეთა, რომ გული მომიკლა. მთავარი დამნაშავე თქვენ ხართ, ასეთი შვილი რომ გაზარდეთ და თან რომ ცდილობთ, ხელი დააფაროთ. მე ვამაყობ მამაჩემით და ყოველთვის ვიამაყებ, თქვენ კი უბრალოდ ვერ გიტანთ", _ წერს facebook-გვერდზე სადისტურად მოკლული 36 წლის ნოდარ ცხადაძის პატარა ქალიშვილი ანა ცხადაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (20.11.2019)
    ეს უზნეო არსება გაირყვნა მისი ბიძის და მამიდის ღრმა ხელშეწყობით. ეს გათახსირებულთა ჯოგი, არა მარტო ქვეყნის მტრები არიან, ყველა წესიერი ადამიანის მტერია. ასეთები არიან თავშეყრილი ასევე გათახსირებული თარხანისა და ირმას ჯოგში! ვაი თქვენს პატრონს ამორალურებო, ვინც ამ პარტიას აძლევს ხმას, სადაც აი ასეთი სინდისგარეცხილი, ფულზე გაგიჟებული ვირთხებია თავშეყრილი!

    მაკო   (20.11.2019)
    ამოწყდი კვიციანო შენი ჯიში ჯილაგით

    ლელა   (20.11.2019)
    მკვლელი უნდა დაისაჯოს მთელი სიმკაცრით! პარლამენტარი ბიძა და "ძველი ქალი" მამიდა ვერ უშველიან.ნოდარს ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, ოჯახს გამძლეობა...

    Maka gvelesiani   (19.11.2019)
    Rogor vifiqrebdi nodo shen tu amas da ase gagimetebda mag arakaci

    Nino osiashvili   (19.11.2019)
    ჩვენი მოუშუშებელი ტკივილი ხარ ნოდო.შენისთანა ადამიანები იშვიათად იბადებიან.😢😢😢


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×