რეზონანსი
21.11.2019

გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატი და “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამიამ თავის სტილში აგრძელებს რიტორიკას:

“ვფიქრობ, ვისაც ახლა იარაღის ფიგურირება სჭირდება, თან გადატენილი და სასროლას გამზადებული ვიღაცაზე თავდასხმისთვის, თან ეს რაღაცნაირად უკავშირდება ოპოზიციურ პარტიებს, მომიტინგეებს, ტელევიზიას, ამ სქემის შეკვრა ბიძინა ივანიშვილისთვის სულ არ იქნება უსარგებლო და უინტერესო.

რა დასკვნაც მე გამოვიტანე არის ასეთი, რომ ამ ქვეყანაში ან თავს ვაჭრით ბიძინა ივანიშვილს (პირდაპირი მნიშვნელობით დრაკონს ვაჭრით თავს), ან ის ჩვენ ყველას გვაჭრის თავს. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მზად არის, რომ თავი წავაჭრათ”, – განაცხადა გვარამიამ და დასძნა, რომ რურუასთვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც გაასაჩივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×