რეზონანსი
22.11.2019

(რეზონანსი) სახელმწიფო ესაფრთხოების სამსაზურთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა.

მოძრაობა „გაბედეს" წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი.

დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.

აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა - ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს" აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.

ყველა პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×