რეზონანსი
23.11.2019

მამა სებასტიანე ნეფარიძეს მგლებმა ვირი შეუჭამეს, რომელიც მისი გადაადგილების საშუალება იყო. მამა სებასტიანეს მონასტერში ძაღლების თავშესაფარი აქვს, რომელთათვისაც საკვები სწორედ ამ ვირის დახმარებით მოჰქონდა: 

“დავიღუპეე! წუხელის მგლებმა ლურჯა შემიჭამეს ეზოში, რა გვეშველება მე და ძაღლებს არ ვიცი.

ეს იყო ჩემი ერთადერთი ტრანსპორტი, ჯიპიც და ბენტლიც.

სანამ ლურჯას მიყიდიდნენ, სულ ზურგით ვზიდავდი ტვირთს სამ კილომეტრზე ძაღლებისთვის. მერე ლურჯა შემიძინეს და ის მეხმარებოდა ტვირთის ზიდვაში. მხოლოდ ხურჯინში რაც ჩადიოდა, მარტო იმას ვაზიდინებდი, დანარჩენი ისევ მე მომქონდა ზურგით. აწი რა მეშველება? ან ამ საწყალ ცუგებსაც რითი ვუზიდო საკვები? დავიღუპე ნამდვილად დავიღუპეე!!!”, – წერს მამა სებასტიანე და მგლების მიერ შეჭმული სახედრის ფოტოებს ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×