რეზონანსი
02.12.2019

გურჯანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 34 წლის ლ.მ. საკუთარი სახლის ეზოში, ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. მიზეზს, ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ ასახელებენ. ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში უთანხმოება არ შეუნიშნავთ.

„კარგი და მშვიდი ოჯახი იყო. რა მოხდა არავინ იცის. პოლიცია იძიებს და ალბათ გაირკვევა“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“.

შემთხვევა, 30 ნოემბერს მოხდა. პოლიცია გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×