სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

     (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გენერალურ პროკურორს, ზურაბ აჩბას გათავისუფლება ემუქრება.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება „ძალოვანებთან" თათბირის შემდეგ მიიღო.

    შეგახსენებთ, რუსეთის მეირ ოკუპირებულ აფხაზეთში ნოემბრის თვეში სოხუმის სანაპირზე მოხდა სროლა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს. კიდევ ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, დღეს სოხუმში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების უმეტესობა მოკლულების ნათესავები და ოჯახის წევრები არიან.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა „ძალოვანებს" ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვა. თუმცა, ხაჯიმბა ე.წ. პროკურატურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

    პირველი არხი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×