სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    03.12.2019

     

    22 ნოემბერს, სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კანონიერი ქურდების ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას მკვლელობის დროს დაჭრილი დომინიკა აკირთავა, რომელიც ამ რესტორნის თანამშრომელი იყო, დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზია" იუწყება.

    აკირთავას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რომელიც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

    დანაშაული 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში" მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს. სროლებისას სამი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×