სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    (რეზონანსი) დეფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეებს ე.წ. გამშვები პუნქტების გადაკვეთის და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის საშუალება მისცა.

    79 წლის ქალს, რომელიც სამედიცინო მომსახურებას საჭიროებდა, ე. წ. გამშვებ პუნქტი ფეხით გადაკვეთა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარების ჯგუფი დახვდა.

    ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა Imedinews-ს განუცხადა, დღეს ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორიდან ერთმა, ხოლო ერგეთიდან წილეთი ჯვრის დახმარებით, ორმა მოქალაქემ გადაკვეთა.

    ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნიათ.

    დეფაქტო ხელისუფლება ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტს გახსნის - ეს ინფორმაცია მედიაში 2 დეკემბერს გავრცელდა.

    ორ თვეზე მეტია, გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ახალგორის მოსახლეობას პრობლემები ექმნება. ამის გამო ადგილობრივები თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას ვერ ახერხებენ. მას შემდეგ, რაც დეფაქტო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა.

    დეფაქტო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზად სოფელ ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს ასახელებდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×